შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბრძენი კაცი

ათებით და მზეებით,
სულ გამევსო რვეული,
ცხოველნიც შევისწავლე,
შინაურ, გარეული,

ასამდე თვლას რა უნდა?
სამჯერ სამიც ცხრა არის,
ფეხით მიწას ვეხებით,
ჩვენს ზემოთ კი ცა არის.

დედიკოს რომ შევპირდი,
არ გავტეხე ფიცი,
უკვე ბრძენი კაცი ვარ,
ყველაფერი ვიცი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →