შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ლევიკოს ოცნება

სულ ათებზე ვისწავლი,
და გავხდები მკვლევარი,
დღე და ღამე ოცნებობს,
პაწაწინა ლევანი.

ისე ბევრი რამ მინდა,
თითებზეც ვერ დავთვალე,
პირველ რიგში ბებიკოს,
შევუძინო სათვალე,

ბაბუს ხელ-ჯოხს ვაჩუქებ,
ვარაყიან ტარითა,
დედას, -ყავის ფინჯნებსა,
ნაზი მინანქარითა,

საქსოვ ჩხირებს ვუყიდი,
ჩემს უფროსსა დაიკოს,
ხოლო მამას, - არ ვიცი,
რა მივართვა მამიკოს?

ალბათ საპარსს შევურჩევ,
უკეთესსა თოკაზე,
რადგან აღარ დამჩხვლიტოს,
მან კოცნის დროს ლოყაზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →