შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

თანამედროვე პირველკლასელი

მინდა ყველამ მისმინოს,
მაქვს სანდრიკო სახელი,
გავიზარდე, დავკაცდი,
აღარა ვარ ბაღელი,

მოვიმზადე წიგნები,
რვეულები ფანქრები,
სექტემბერს ველოდები,
სკოლისკენ გავქანდები.

დედა ენა ლამაზი,
ათას რამეს მიამბობს,
ჰყვარებია ბავშვები,
თურმე მოხუც იაკობს,

წერა კითხვას ვისწავლი,
გამრავლების ტაბულას,
მინდა რომ გავეჯიბრო,
ჩემს საყვარელ ბაბუას,

პაწაწინა ნეთბუქსაც,
მომცემს მასწავლებელი,
საიტების რისხვა და
გავხდები განმგებელი.

ათიანებს მივიღებ,
ვერ მაჯობებთ ვერა,
მინდა მაქონ და ჩემით,
ამაყობდეს ყველა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →