შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სერობანა

ბებო ზის და უცქერს შორეთს,
დაზურვია მხრები წლებით,
ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და
ხანაც, გართულია თვლემით.

შვილთაშვილებს დაუხატავთ,
უჯრები და ხტის შიგ ია,
-ბებო, ალბათ არც კი იცი,
ახალ თამაშს რაღა ჰქვია!

მოხუცს ცრემლი მოეძალა,
ჩაიხუტა გულში ანნა,
-მეც ვიყავი თქვენოდენა,
და მიყვარდა სერობანა.

გაკვირვებით უცქერიან,
გოგონები: თეკლა, ირა,
-ბებომ რატომ მოიწყინა,
თამაშმა რად აატირა?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →