შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მონატრება

ისევ , მოგინატრე, ისევ გაგიხსენე ,
შენი კაეშანი გულზე მომერია ,
მაინც ნუ იფიქრებ ,მაინც ნუ იტირებ,
ჩემზე ნუ იდარდებ ვინ ან რომელია !
ერთი საბრალო ვარ ბედის ანაბარა ,
შემრჩი მარტო ფიქრად ,მარტო იმედებად ,
ისევ შენზე ფიქრი დამღლის ამაღამაც
ხვალეც უიმედო ფიქრით მითენდება.
მხოლოდ ლექსად გიწერ ისევ ლამაზ სიტყვებს,
არც რამ წადილი მკლავს არც რამ ხვაშიადი
მხოლოდ უშენობას გული ვეღარ იტევს ,
ნეტავ ვის ბუდეში გადამიფრთხიალდი .
ჩემთვის დღედ და ღამედ რატომ გამთლიანდი?
ეხლა ეს ოხერი დარდი მეტანება .
ვის მკლავს ნაწოლს ხვდება შენი განთიადი
.ვისი ღამეების გახდი ნეტარება!
აწი ჩემს სავალ გზებს მარტოდ ჩაუყვები ,
მალე თოვლი
მთაში ზვავსაც ჩამაიტანს ,
იმ თოვლს ჩამაყოლე თუ გიყვარდი მაშინ ,
ალბათ შენებრ ,ისიც სასჯელს გამამიტანს !
დეკა დამაყარე გულზე მობიბინე ,
ვახ თუ სავალ გზაზე ადრე გამიწვიმდეს
გლოვა ააყოლე . აყვირებულ ირმებს
თვალზე არღუნნისწყლით ცრემლი მაიწმინდე.
ნეტავ დღედ და ღამედ რატომ გამთლიანდი ,
ეხლა ეს ოხერი დარდი მეტანება,
ვის მკლავს ნაწოლს ხვდება შენი განთიადი ?
ვისი ღამეების გახდი ნეტარება!! ,,ჯაფარა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →