ჩანაწერი
Laravel
😑
ინატრე თებერვლებს ავდრები არ მოჰყვეს , მარტები მოვიდეს იებით ,
მო ისევ ზეციდან ჩემს მზეებს ჩამოჰყევ .თუ გეპატივები..მომწყინდა ზამთრები გიჟმაჟი , თოვლსა და ყინულებს ჩვეული, დე იყოს ზამთარი სიზმარი, სულს ტკივილებრ შემოჩვეული სულ ასე რჩეული .
იფიქრე თუ გავლევ ამ ზამთარს, გაზაფხულს ნეტავ თუ გავიტან,
თუ ვნახავ ყვავილებს მზით გამთბარს .
მეშინის , უიღბლო დღეები ისევ არ დაიწყოს თავიდან!
მო, იები მომიტანე ნუგეშად, თოვლქვეშ ამოწვერილები ,
მასაც შევინახავ უბეში, როგორც შენი წერილები.
იქნებ არ ვაჩვენო ღრუბლები .
იქნებ არ დავაჭკნო , ვახარო,
თვალისჩინივით გავუფრთხილდე,
იქნებ ერთმანეთს არ გაგვყაროს
იქნებ ამოვიდეს მზე კიდევ!
იქნებ ზამთარს გაჰყვეს დღეები , უიღბლო
დანავსულები ,
იქნებ ენძელებიც დაკრიფო , მარტის ასულები ,
ფიქრებს ასრულება ეგება ეწეროს!
მე სულის ფერმწერი ,
მარტივით დაგხატავ ტილოზე, ჭინჭყლსა და შარიანს .
თუ ისევ ჩამოწვა ფიქრები მეწყერი
თუ ისე დღეები მარტივით არია !
კვლავ მოდი დაკრიფე იები, მარტების ? ვერ ვიტან ცივ ზამთარს , მტანჯავენ დარტყმები ,
და პულსებს მაჯებზე სიკვდილი მისინჯავს
ვიდრე ვარ ცოცხალი იებით დავტკბები .ჯაფარა

კომენტარი
0