შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ამ ქვეყნად ერთხელ მაინც შევხვდებით

რამდენიც უნდა ,რამდენიც სურდეს
ბედმა მოდგეს და კარი დახუროს.
, ამ ქვეყნად ერთხელ მაინც შეგხვდები ,
ერთხელ, უმზეოდ ,უგაზაფხულოდ!
შეგხვდები ალბათ , ძალიან გვიან .
სიკვდილის ზარი როცა ჩამოკრავს
. როცა ამბორებს წლები დათვლიან.
სულ სხვა ალერსით გადამწვარ ლოყას
.ცას ცრემლის წვიმა გამოერევა,
სულში ჩაკარგულ. სულსხვა ფერებად
მოვკვდები , მერე ხელახლა მოვალ ,
სხვა ლექსებად და სხვა სიმღერებად .
რამდენიც უნდა ,რამდენიც სურდეს
ბედმა მოდგეს და კარი დახუროს. ,
ამ ქვეყნად ერთხელ მაინც შეგხვდები ,
ერთხელ, უმზეოდ ,უგაზაფხულოდ!
ჯაფარა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →