შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

😑

ალბათ დამიწერდნენ ყველას ტრაგედიად,
გულში გადახარჯულ სევდას მე რომ დამაქვს.
ფიქრში მოგონილს და ზღაპრულ ამბებიანს.
სცენა აზიარებს ყველა მელოდრამას.
ისეც გალეული სული მოთარეშე.
ისევ დაწრიალებს უხმო ტკივილებით .
ხშირად დავფიქრდები რა ვარ შენს გარეშე.
უნდა ვტიროდე და მაინც ვიღიმები.
ლექსებს შემჩნევია მსგავსი მეტაფორა,
ისევ სასწორზე დევს სული განკვეთილი.
ისევ შენს სანაცვლოდ დარდი მეამბორა.
მწარედ ჩამიტარა ყველა გაკვეთილი.
ალბათ რწმენა შემრჩა სულს რომ აძლიერებს.
და დროც ჩემს დასასრულს ვეღარ მოეწია.
ჩემს სულს ოცნებების გაწვრთნილ ბაზიერებს.
ცეცხლის ნაპერწკლებად დააქვს პოეზია.
მანანა პაპიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →