შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლექსის კარნავალი

ლექსით კარნავალი მოგიწყვე და
რითმა ავაცეკვე ცეცხლის ალთა
ალბათ ,თვითმკვლელობა მომიწვევდა ,
მარტოდ ,დარჩენილი სასთუმალთან .
საგზლად დარდის გარდა რას მივუტან.
ლექსად მარტოობას მიამბობდა
მე კი დავხატავდი
როგორც უტა,
ჩემს სულს
ღმერთთან მებრძოლ იაკობად .
ისევ დამგესლავდა მორიელი ,
, სულზე ,ქაოსივით მინაბერი
მეფე– სიყვარული ჩემი მკვლელი ,
ჩემებრ გაუწირავს ,ჭიაბერი .
ეხლა სიცხე მახრჩობს .ქაოსებში ,
სადღაც ბავშვობაში მღლის ზმანება
დარდი სიკვდილს მაწნავს იად თმებში ,
წლებში გაბნეული, წვრილმანებად,
სადღაც იჩეხება ,ბედის რაში .
სულში გარინდული დარდს ვსვავ კიდე ,
ისევ ქედმაღლობის მღლის თამაში ,
უღვთოდ მკლავმოკვეთილ არსაკიძეს .
ლექსის კარნავალი ,მოგიწყვე და
რიტმა ავაცეკვე ცეცხლის ალთა,
ალბათ თვითმკვლელობა მომიწვევდა
მარტოდ დარჩენილი სასთუმალთან
საგზლად დარდის გარდა რას მივუტან.
ამბად მარტოობას მიამბობდა ,
მე კი დავხატავდი ,როგორც უტა
ჩემს სულს ღმერთთან მებრძოლ იაკობად. ჯაფარ ა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →