შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

😑

მთაში დამიჭრია ქორბუდები,
მერანს ,საჯირითოს ავაგელვებ,
როგორც წყაროსთვალი მოგწყურდები
როცა,
არხოტივით აგაღელვებ.
ისევ გადავლახავ მთას დეკიანს.
სადაც უფლის სამყოფს ვერ ველევი.
მარტოს გავიკვალავ გზას ეკლიანს.
ზეცას ღრუბელივით შევერევი.
სადაც ოცნებები იკარგება,
ტაძრის გუმბათების, ცის კიდედან.
გიმზერ ჩემი გრძნობის სიმაღლედან,
სულის უსასრულო სიმშვიდედან .
მთაში დამიჭრია ქორბუდები.
სადაც, ცაზე მეტად მაღლდებიან.
სადაც,სადარდელი იკარგება,
სადაც, ოცნებები არ კვდებიან .
სადაც, უფლის სამყოფს ვერ ველევი
ცას რომ ღრუბელივით შევერევი . ჯაფარა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →