ჩანაწერი
Laravel
ფშავის გაზაფხული
2016 წლის 18 დეკემბერი, 1:08
ნატვრა
ფეხით მომატარა საქარტველო!
ფშავის გაზაფხული მანახა და....
ჯერამც სიკვდილს თუმც არ ვეპირები...
მერე სიკვდილზედაც თანახმა ვარ.
ვაჟას ლურჯი ია მაკრეფინა ,
ველზე შველ–ირემი მადევნინა.
ალგეთს მაზრდევინა ლეკვები და
ცრემლი ტირიფივით მადენინა.
არაგვს ჩამიყვანა ქარაფებზე .
წყალზე კალმახები მაყრევინა .......
მერე არ მადარდა არაფერზე,
ღამე საჯიხვეზე მათევინა .
ცეცხლი მანთებინა იალაღზე
ცაზე ვარსკვლავები მათვლევინა ,
მკლავი მასინჯვინა იარაღზე
მთაში ხარ –ირემი მაკვლევინა.
სალბუნ მადებინა იარაზე .
დათვი საქამრეზე მათრევინა ,
ლექსი მათქმევინა ფიალაზე ,
ღვინო შადრევნიდან მასხმევინა .
ზამთარს იალბუზზე ამიყვანა ,
შენტან მაპყრობინა წრიაპები .
ცელით მაცელინა ლამისყანა .
ღვინით მომაგონა წინაპრები.
ტაძარს მანთებინა სანთლები და
მუხლზე მოდრეკილი დამაჩოქა.
ვენახს მასხვლევინა ვაზები და
ტანზე შემომაცვა შავი ჩოხა.
ხელში მაპყრობინა ხმალ–ხანჯალი
მტერი დაუნდობლად მახოცვინა .
მერე ნაომი და ნახანძრალი ,
ისევ სალოცავი მალოცვინა.
ღამით ერთი ლექსი მაწერინა
ნატვრა მათქმევინა სულ პატარა,
დაბლობს მამზერინა მთა–
წვერიდან ,
ფეხით საქართველო მომატარა ..
კახეთს ალავერდი მომალოცა .
თბილისს სიონი. და ნარიყალას.
სუფრა მაშლევინა. ომალოსთან
მუხლზე დაჩოქილი ამიყვანა ,
სვეტი დამანახა ნიკორწმინდის ,
სული დალეული მოწამეთა
მადლი მომამადლა ნინოწმინდის ,
დიდი გელათის და მოწამეთას .
ნეტავ მომატარა საქართველო ,
ფშავის გაზაფხული მანახა და
ჯერაც სიკვდილს სულ არ ვეპირები ,
მერე ყველაფერზე თანახმა ვარ .ბელაჩკა ჯაფარა
ნატვრა
ფეხით მომატარა საქარტველო!
ფშავის გაზაფხული მანახა და....
ჯერამც სიკვდილს თუმც არ ვეპირები...
მერე სიკვდილზედაც თანახმა ვარ.
ვაჟას ლურჯი ია მაკრეფინა ,
ველზე შველ–ირემი მადევნინა.
ალგეთს მაზრდევინა ლეკვები და
ცრემლი ტირიფივით მადენინა.
არაგვს ჩამიყვანა ქარაფებზე .
წყალზე კალმახები მაყრევინა .......
მერე არ მადარდა არაფერზე,
ღამე საჯიხვეზე მათევინა .
ცეცხლი მანთებინა იალაღზე
ცაზე ვარსკვლავები მათვლევინა ,
მკლავი მასინჯვინა იარაღზე
მთაში ხარ –ირემი მაკვლევინა.
სალბუნ მადებინა იარაზე .
დათვი საქამრეზე მათრევინა ,
ლექსი მათქმევინა ფიალაზე ,
ღვინო შადრევნიდან მასხმევინა .
ზამთარს იალბუზზე ამიყვანა ,
შენტან მაპყრობინა წრიაპები .
ცელით მაცელინა ლამისყანა .
ღვინით მომაგონა წინაპრები.
ტაძარს მანთებინა სანთლები და
მუხლზე მოდრეკილი დამაჩოქა.
ვენახს მასხვლევინა ვაზები და
ტანზე შემომაცვა შავი ჩოხა.
ხელში მაპყრობინა ხმალ–ხანჯალი
მტერი დაუნდობლად მახოცვინა .
მერე ნაომი და ნახანძრალი ,
ისევ სალოცავი მალოცვინა.
ღამით ერთი ლექსი მაწერინა
ნატვრა მათქმევინა სულ პატარა,
დაბლობს მამზერინა მთა–
წვერიდან ,
ფეხით საქართველო მომატარა ..
კახეთს ალავერდი მომალოცა .
თბილისს სიონი. და ნარიყალას.
სუფრა მაშლევინა. ომალოსთან
მუხლზე დაჩოქილი ამიყვანა ,
სვეტი დამანახა ნიკორწმინდის ,
სული დალეული მოწამეთა
მადლი მომამადლა ნინოწმინდის ,
დიდი გელათის და მოწამეთას .
ნეტავ მომატარა საქართველო ,
ფშავის გაზაფხული მანახა და
ჯერაც სიკვდილს სულ არ ვეპირები ,
მერე ყველაფერზე თანახმა ვარ .ბელაჩკა ჯაფარა
Laravel
კომენტარი
0