შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

იუდას ამბორი

სულს ვერ მიგნებულ,ხვთაებებს ვძერწავ
და მე თუ არა ვინ უნდა გმობდეს,
ვეღარ დაიტევს სამყარო ცოდვა
ათასჯერ უკვე ჩადენილ ცოდვებს.
მიგვეტევება? არ იცის კაცმა ,
სასუფეველსაც ბოლომდე ავცდით
უფალს სასტიკი მოვუწყვეთ ჯვარცმა,
რომ სასწაული გვეხილა ჯვარცმის.
დასაბამიდან ადამთა მოდგმას
დახავსებული სამყარო ვერცვლის ,
ისევ , მომიძღვნის იუდა ამბორს
და გამიყიდის სიყვარულს ვერცხლში. ჯაფარა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →