შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მოგენატრები

შენ მოგენატრები, და თავსაც იობლებ , და იტყვი არ იცი ამ ყოფნას რას არქმევ .მიყვარხარ ძახილი დაგაწყვეტს იოგებს , და ყოფნას უჩემოდ სიცოცხლედ ასაღებ.

და დღეებს გამოვლილს უჩემოდ ღარიბებს .
ვერასდროს მოარგებ ცხოვრების გასაღებს ,
გასაღებს რომელიც არცერთ კარს არ გიღებს . ვით ტვირთი ზედმეტი კვლავ ისე გასაღებს .
მიხვდები ამქვეყნად არავის სჭირდები ,
ცარიელ სიყვარულს არავინ სჯერდება ,
რამდენიც გინდოდეს არიგე სიტყვები.
ვერასდროს მოგიტანს ზღვა ბედნიერებას.
ღალატად შემრჩები , ვით ქრისტეს გაცემა .
ცრემლებით ტირილი იქნება გვიანი ,
დანთება სანთლების, მუხლებზე დაცემაც.
ავდრებით შეცვლილი დღეები მზიანი.
და წვიმის ვალსების ტირილი ფანჯრებთან ,
სულს დაღლის სიმრავლე ,განცდათა რაოდენ !
რომ პულსის ვულკანის ვერდათვლა მაჯებთან დღემუდამ სიკვდილს და -სიცოცხლეს დაობდნენ.
გულს გაწევს , ღამეთა თენება ღვარძლებად. გწყინდება დღეები
სხვა გზებს რომ გაუდგნენ.
ვიცი მოგწყინდება უჩემოდ გაძლება , იცოდე
სიყვარულს საზღვრებს ვერ დაუდგენ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →