შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბეკეკო და ეკუნა

დღეს ეკაკოს ბეკეკუნა,
მოუყვანა პაპიკომ,
მწვანე ბალახს მოვუტანო,
რომ როგორმე გავტიკნო,
ფიქრობს ეკა პაწაწინა,
თან თვალებს არ აშორებს,
დგას ბეკეკა განაბული,
მატყლსავსე და თვალშავა.
ხან ბალახით გააძღობენ,
ხან აჭმევენ შაქრის კვნიტს,
აბა, ხმას რად ამოიღებს,
გასუსული არ სძრავს კრინტს.
უხარია ეკაკოს და
არ იშურებს საჩუქრებს,
თანაც ფიქრობს ეს რა კარგი
სათამაშო აჩუქეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →