შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

თოვს...

თოვს, რა ლამაზად თოვს,
გული სიხარულს გრძნობს,
თოვს...
ფიფქები ცვივა ძირს,
ხის ტოტებს დაბლა ხრის,
თოვს...
ყვავი შესჩივის ცას,
დღე მაინც ზღაპარს ჰგავს,
თოვს...
მობუზულა ჩიტი,
კვამლი მაღლა მიდის,
თოვს...
გადათეთრდა ველი,
უიმედოდ გელი,
თოვს...
როგორ გასულა დრო,
თოვს, გადუღებლად თოვს,
თოვს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →