შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მაინცა ვარ ქალი

ეს რა მოგდის გულო,
როგორ კრთი და ბორგავ?
შენი გახელება
არ აქაურს მოჰგავს.

რამ აშალა სულში,
ნეტავ მძაფრი ქარი?
რატომა ვარ ისევ,
ვით უგონოდ მთვრალი?

რად დანისლა თვალი,
ნაცრისფერმა სევდამ?
რად მგონია თითქოს
ყველგან მდევ და მხედავ?

ჩუ, დაწყნარდი გულო
გეყო კრთომა უკვე,
თორემ სული ხედავ,
რა უფსკრულებს უტევს?

ვერ გაუძლებ ვიცი,
გადამჯაბნის ქარი,
რადგან პირველ ყოვლის
მაინცა ვარ ქალი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →