ჩანაწერი
Laravel
ღამის სიჩუმე
მე ამ საღამოს თავს შევაკლავ ღამის სიჩუმეს
და მიმიფანტულ მყუდროებას მტრად დავუდგები,
მერე კი ისევ დავბრუნდები ფერფლადქცეული
და ალიონზე ფენიქსივით მკვდრეთით აღვსდგები.
და ალბათ მერე უარს ეტყვის სიჩუმეს ღამე
და მყუდროებას შორს მოისვრის შავი ხელებით,
მთვარე კი მზისგან წაქეზებულ ნატიფი შუქით,
გულში ჩაიკრავს და დაათრობს ღამეს ფერებით.
ნაფერებ ღამეს სისათუთის ასდის სურნელი,
ვარსკვლავებს ცაზე სიკაშკაშე გაუბნევიათ,
მოკრძალებული,იდუმალი და ნაზი ღამე,
ციცინათელებს ცეცხლის ალში გაუხვევიათ.

კომენტარი
0