შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მონატრების სევდა

წუხელ ქარმა მომიტანა ბაბუს მარნის სურნელი,
ბებოს შუქჩამქრალი თვალის სევდა განუკურნელი,
ღმერთო! როგორ მომენატრა,
ბაბუს კოხტა მარანი,
ბებოს ხელით მოხურული ჭრელა-ჭრულა საბანი.
საგანგებოდ გამოხდილი ხეჭეჭურის არაყი,
განჯინაში შედებული ძველთაძველი სანაყი.
საოცარი სადღეგრძელო,ბაბუს გამოგონილი,
ხელის ცისკენ აპყრობა და ლოცვა ცასაწვდენილი.
ბებოს კალთის სურნელება,
ჩემი ტკბილი ზღაპარი,
სიყვარულის იავნანა
ჩაუმქრალი ლამპარი.
წუხელ ქარმა მომიტანა,
ბაბუს მარნის სურნელი
და მაწვალებს მონატრების
სევდა განუკურნელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →