შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დრო

ვეღარ ვაჩერებ დროის წამზომს,დრო სწრაფად მიჰქრის,
ბედისწერის ხეს ფოთლები სცვივა და ფერებს იცვლის,
დრო ულმობელი და სულსწრაფი მაყვედრის წარსულს
და ბედისწერა დარჩენილ წლებს თითებზე მითვლის.
სწრაფად გასული წამები და წუთები მტკივა
და წლებს ჭაღარას ვერ ვპატიობ,მივსტირი წარსულს,
უჩინო თვალებს სინანულის ცრემლები სცვივათ
და ხეს შევყურებ შურის თვალით ახლახანს დარგულს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →