შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

Ასე მითხრეს

Ასე მითხრეს სიყვარული ისევ არის ისევ ცოცხლობს
Გოგო ბიჭის დანახვის დროს ისევ ღელავს ისევ მორცხვობს
Ასე მითხრეს ბიჭი ისევ იბრძვის გოგოს დასაპყრობად
Ასე მითხრეს ყველა საფრთხეს
Წინ უდგება გასაპობად
Ასე მითხრეს გოგო მუდამ ერთგულია
Იმ ერთისთვის
Უყვარს ფიქრობს დალოცულობს დღედა ღამე იმ ერთვისთვის
Ევედრება ისევ შეხვდეს ისევ იგრძნოს გულის ძგერა
Ჩაეხუტოს მოუსმინოს გაიგონოს ყველა ბგერა
Ბიჭი ფიქრობს შეხვედრაზე
Მისი გული არ ჩერდება
Არ ჩერდება დროის სწრაფვაც
Სიყვარული არ ნელდება
Ბევრმა ფიქრმა დრო გაფანტა
Დაბრკოლებაც უკან დარჩა
Ბიჭი გოგოს შეხვედრის დღე
Სამუდამოდ გულში დარჩა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →