შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

Დრონი მეფობენ

Რატომ არავინ არ ფიქრობს
Რატომ ხუჭავენ თვალებსა
Თითქოს სამყარო გაჩუმდა
Და უყურებენ გვამებსა
Დრო თითქოს უკვე გაჩერდა
Მხოლოდ ტკივილის ხმა ისმის
Არავნ ინდობს პატარებს
Რა ვთქვა არ ვიცი რა ითქმის
Ზოგს გული ბოღმით აევსო
Ზოგი კი ფიქრობს გაიქცეს
Სადმე სიმშვიდე იპოვნოს
Და სულიერად არ დაეცეს
Დრო არ დაინდობს არავის
Არავის შველის ფულები
Ყველანი პასუხს აგებენ
Და ეტკინებათ გულები
Დრონი მეფობენ იცოდეთ
Და მოკლე ხანი მეფენი
Არავინ დარჩა ამ ქვეყნად
Იქ წახვალთ სადაც მეფენი
Წახვალთ და ვერ მობრუნდებით
Ყველა სიძულვილს წაიღებთ
Რა ბოროტებაც დათესეთ
Ასმაგად უკან აიღებთ
Გაიგებთ ტკივილს გაიგებთ
Ვიცი რომ ასე მოხდება
Სისხლის ღვრა არვის შეგრჩებათ
Რასაც გაისვრით მოგხვდებათ
Ბუმერანგია ცხოვრება
Წაღმა უკუღმა ტრიალებს
Და იტრიალებს ყოველთვის
Ვერ მოიშუშვებთ იარებს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →