შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

Ჩემს ქვეყანაᲨი სიკეᲗე ქრება

ჩემს ქვეყანაში სიკეთე ქრება
ჩემს ქვეყანაში ღარიბი კვდება
სახელმწიფოში ივსებენ ჯიბეს
ხარჯავენ ფულებს იცვლიან ჯიპებს
ჭამენ და ჭამენ
არ ჰყოფნით ტიპებს
და ვერ ივსობენ
იმ ბოჭკა ღიპებს
მათ არ ანაღვლებთ ამ ხალხის ბედი
უნდათ რომ ჰქონდეთ კავშირი ფულთან
ხალხს დასჩხავიან ტკბილი სიტყვებით
ხალხის სიტყვა კი არ მიაქვთ გულთან
მათ პოლიტიკით თამაში მოსწონთ
და ამ თამაშით იწერენ ქულებს
ხალხს ატყუებენ ტკბილი სიტყვებით
და იტკეპნიან ჯიბეში ფულებს
ვერ იკმარეს ამდენი ფული
გაყიდეს ერი გაყიდეს სული
არ ესმით ძმების არ ესმით ძმური
მტერს არ ებძვიან ქცევა აქვთ მტრული
არ მყოფნის სიტყვა
არ მყოფნის შური
რა ვუთხრა ამათ
არ ესმით ძმური
ღარიბს ართმევენ
მდიდარს აძლევენ
ღარიბი კვდება
მდიდარი სკდება
სახელმწიფო კი
ცქერისგან ტკბება
გლეჯენ და ფრეწენ
სვავად ქცეულნი
არვის ინდობენ
მხეცნი წყეულნი
მათთვის ღარიბი არასდროს ფასობს
მათთვის მთავარი განძია ფული
მათ მკერდში არ უცემთ გული
და არც სხეულში არა აქვთ სული
ამათთვის ლანძღვა არაფერს ნიშნავს
ამათთვის სიტყვას არა აქვს ფასი
წყეულ ეშმაკს მიყიდეს სული
გადარჩენისთვის ცოტა აქვთ შანსი
ისტორია ჩვენი ერისა
საძირკველია ჩვენი ქვეყნისა
ის ერთიანი თუკი ვერ ვნახე
ნაწილის ნახვა მაინც მეღირსა
საუკუნეები განვლო ჩვენს ერმა
და ვერაფერი დაგვაკლო მტერმა
მოყვარე გვყავდა ძალიან ცოტა
მტრობა კი სცადა ძალიან ბევრმა
ძლიერი არის ღარიბის ბრძოლით
მუდამ ბრძოლობენ ძლიერი გრძნობით
ისინი ქვეყანას თავს თუ სწირავენ
არ აკეთებენ არავის თხოვნით
ასე იყი და ასე იქნება
ღარიბის ბრძოლა მუდამ გვჭირდება
პოლიტიკოსი სიტყვით მოგვმართავს
და მშვიდობას ისე გვპირდება
მაგრამ ღარიბის ბრძოლა თუ არის
მათი სიტყვები არვის გვჭირდება

მამული
გორგილაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →