შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

რა დაემარᲗა Ჩვენს ერსა

ვახ რადღეში ვართ ქართველნო
რა დაემართა ჩვენს ერსა
ერთმანეთს მტრებად ვექეცით
პატივს მივაგებთ ჩვენს მტერსა
ყველა სვავივით დაგვყურებს
და დროს უცდიან საჯიჯგნად
სიკეთის ნიღბებს ირგებენ
და იქცევიან საზიზღრად
საზიზღარია ის კაცი
თავს რომ გაჩვენებს კარგ კაცად
ცდილობს სიკეთე გაჩვენოს
და თავი მოაქვს ვაჟკაცად
ასე იქცევა ის მტერიც
ცდილობს რომ შუღლი დათესოს
გაყოს გათიშოს ქართველი
მებრძოლი სული გატეხოს
რომ გაქოს მტერმა გადიდოს
მისი პურიც რომ გაგიყოს
მტერი მოყვარე არ არის
თუ მისცემ ნებას დაგიპყრობს
მ.გორგილაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →