ჩანაწერი
Laravel
ლოცვით გათელილი
შენ ხომ სიცოცხლეზე ფიქრი არ გჩვევია,
დილა გითენდება როგორც სიურპრიზი,
შენთვის ჰაერია მთელი სიმფონია,
რასაც დღე გთავაზობს, შენთვის არის ნიჭი,
მთელი სიხარული შენი არსებობის,
როგორც მკრთალი სხივი ,,მზისთვის" მიგიძღვნია,
რადგან ის სიმდიდრე რასაც არ ელოდი,
დაბადებიდანვე მისგან მიგიღია,
აღარ დანებდები ღალატს ვნებებიანს,
თუნდაც მონატრებამ სული დაგიღონოს,
აღარ დაივიწყებ უფალს თვალცრემლიანს,
რაგინდ გაგიჭირდეს, დარდმა დაგიმონოს,
ცეცხლად ანთებული, გრძნობა განწმედილი,
ვერაგ ცდუნებების უმალ ჩამხშობია,
ავი სულები გყავს ლოცვით გათელილი,
რადგან ბოროტება მათი ნაშობია..
დილა გითენდება როგორც სიურპრიზი,
შენთვის ჰაერია მთელი სიმფონია,
რასაც დღე გთავაზობს, შენთვის არის ნიჭი,
მთელი სიხარული შენი არსებობის,
როგორც მკრთალი სხივი ,,მზისთვის" მიგიძღვნია,
რადგან ის სიმდიდრე რასაც არ ელოდი,
დაბადებიდანვე მისგან მიგიღია,
აღარ დანებდები ღალატს ვნებებიანს,
თუნდაც მონატრებამ სული დაგიღონოს,
აღარ დაივიწყებ უფალს თვალცრემლიანს,
რაგინდ გაგიჭირდეს, დარდმა დაგიმონოს,
ცეცხლად ანთებული, გრძნობა განწმედილი,
ვერაგ ცდუნებების უმალ ჩამხშობია,
ავი სულები გყავს ლოცვით გათელილი,
რადგან ბოროტება მათი ნაშობია..
Laravel
კომენტარი
0