ჩანაწერი
Laravel
ფუჭი მიზნები
ვხედავ მიელტვი ქონების და ფულის გროვებას,
ამაზე ზრუნვით გართული ხარ, როგორც ფუტკარი,
რომ განიდიდო შენი თავი, მოკლე დროებას
და გამოკვებო სიამაყე - ვნება მუხთალი,
მაგრამ ფუტკრისგან განსხვავებით, შენზე სხვაც ითქმის,
ვერ მორევიხარ, განცხრომის და ვნების ქარიშხალს,
თორემ თუ რასმე სასარგებლოს ამითი ქმნიდი,
ამას გამჩენი როგორც, რომ თაფლს ისე აღიქვამს,
როცა დრო-ჟამი დაგიდგება სოფლიდან გასვლის,
მაშინ თავს იჩენს მწუხარება უკვე გვიანი,
რადგან იგივე გზას მეორედ, შენ ვეღარ განვლი,
ვერც სიჭაბუკეს დაიბრუნებ ასაკიანი,
როცა მიმწუხრი მიილევა, აღარ იქნები,
ნათელზე ცხადად გამოჩნდება ფუჭი მიზნები.

კომენტარი
0