შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ეგო (მარტივი ლოგიკა)

მსმენია სიტყვა, მიმხილეს ფიქრი,
თითქოს წარსული, რომელიც გვითხრეს,
დღეს, ისტორიულ გადმოცემებით,
ზოგიერთ კაცში, ახლაც ეჭვს იწვევს,

მე როცა გხედავ, გესაუბრები,
ეჭვგარეშეა ჩვენი ერთობა,
მაგრამ, როდესაც სხვას მოუყვები,
ის რწმენით, ძნელად თუ განეწყობა,

შენ გჯერა თავის და ამ სიცოცხლის,
არ გჯერა ის, რაც დაფარულია,
მაგრამ, ხომ ხედავ, რომ ეს ცხოვრება,
გამოუთქმელი სასწაულია,

დღეს რა გაკვირვებს, რისი არ გჯერა?
რაც არ გინახავს, არ ერწმუნები?
მაგრამ მზადა ხარ, იწამო წერა,
ან რაც გწადია, მასში რწმუნდები,

აი რას ჰქვია მიკერძოება,
ეგოისტური, ფარული სწრაფვა,
აᲮლა ღმერთიც, რომ გამოგეცხადოს,
მალე დაკარგავ, მის ჯანსაღ აღქმას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →