შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქარტეხილები გაიტაცებს ოკეანეებს

მშფოთვარე ღამეს, კვლავ მოჰყვება მზე განთიადის,
რომ წუთით მაინც დაგვავიწყოს, განცდა წყვდიადის,
შენი თვალების, მე ყოველთვის ვილტვოდი ტრფობად,
როგორც ფითილი ჩაფერფლილი, დავიწვი გრძობად,

ქარტეხილები გაიტაცებს ოკეანეებს,
მაგრამ მათ ბუდეს, ვერ გაცდება ლურჯი სხეული,
მეც ხომ მუდმივად გავურბივარ, უშენო დღეებს,
შენგან ნაფრქვევი ენერგიით  გადარეული,

გაყინულ გრძნობებს, მხოლოდ შენთან შეხვედრით ვათბობ,
მკვდარი სიცივე შეგიცვლია, მხურვალე მნათობს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →