შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წმინდა ზიარება

ერთხელ, რომ მაინც გადაგელახა, ეს სატანური ამპარტავნება,
სინანულით და მტკიცე სურვილით, ღვთისთვის მიგენდო ფარი და ხმალი,
უფლის მსახურთან რომ გაგემხილა, ის დამღუპველი ვნებათა წყება
და აღსარების ძალით და მადლით ჩამოგერეცხა ბინძური კვალი,
მაშინ უფალი პურით და ღვინით გიმასპინძლებდა წმინდა ტრაპეზზე,
ღვინის წილ სისხლი,პურის წილ ხორცი, შეერგებოდა სულსა და სხეულს
და წარუვალი სიცოცხლის იმედს, შენ მიიტანდი თვით სამარემდე,
უკვდავებისთვის შობილი ქვეყნად, აღარ იგრძნობდი თავს მარტოს, ეულს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →