შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ვიდრე დრო გვაქვს

ნურავის ერჩი, რას გაუგებ ვინმეს ნაბიჯებს,
სხვისი ცხოვრება, ჩვენს აზრთაგან დაფარულია,
დრო და შემთხვევა, სიურპრიზად გვიქმნის ამინდებს
და ვინც გეგონა, იმას არ ჰგავს, ის სხვა სრულიად,

ვინ სად და როგორ მოიქცევა ამას ვინ გათვლის?
ჩვენი გონება სისაწყლის და ცდომის წყაროა,
სატანაც, როგორც ცრუ მოძღვარი, სიცრუეს გვაწვდის
და ეს გამოცდა, ხშირად მართლაც სავალალოა,

განსაკითხავად, მოგვცემია ჩვენ თავი ერთი,
მხოლოდ ის არის შესაცნობად ჩვენთვის მთავარი,
რადგანაც ასე, უფრო მეტად იცნობა ღმერთიც
და სიყვარულიც მოიმატებს ამით მავანის,

დღეს შეეცადე, ხვალ არ დარჩეს უკვე გვიანი,
რომ, ვიდრე დრო გაქვს, გახდე კარგი ადამიანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →