ჩანაწერი
Laravel
ბრმათა თამაში
როცა ღრუბელნი, დასერილი ელვათა სხივით,
წვიმას მოგვივლენს, ბნელხმიანს და მრავალფეხებას,
როს ქარიც, თვალით უხილავი, გიჟივით ჩივის,
ამ აურაცხელ წვიმის წვეთთა შემოფეთებას,
მოწყენილობა მეუფლება სულის სიღრმეში
და ვფიქრობ, რატომ ბატონობენ ჩემზე გრძნობანი,
იქნება თავად ჩამიგდია თავი იმ დღეში,
რომ სიხარულზე, სხვისი უფლობს თამაშობანი,
მსგავსადვე ენათ მოქმედება მოწყენას იწვევს,
როცა მავანი კადრულობს, რომ შენზე იმსჯელოს,
რადგან შენს განსჯას საკუთარის მიხედვით იწყებს,
ამ სისულელით კი, მზად არის ყველგან იჟღეროს,
თუ ყველაფერზე არ ამაღლდა, ჩვენი სულები,
დავრჩებით ბრმათა სათამაშო უსუსურები.

კომენტარი
0