ჩანაწერი
Laravel
ტკივილი
ტკივილში არის სასწავლი ბევრი,
თუ გონივრულად დაიწყებ განსჯას,
როდესაც მწარე შეგრძნებებს ებრძვი,
გონების თვალი დაგიწყებს გახსნას,
აქ არის ლოცვაც და დაპირებაც,
წუხილი, რადგან ვერაფერს ვერ ცვლი,
აქ არის სევდაც და ატირებაც
და ფიქრიც, რომ ხვალ ბევრ რამეს შეცვლი,
გადის ტკივილი და ღვთის წყალობით,
კვლავ ვხარობთ, მართლაც უმტკივნეულოდ
და უნებლიედ, თითქოს თავისით,
ვივიწყებთ, ტკივილს როგორ ვღებულობთ,
თუ გვსურს გადავრჩეთ ზედმეტ ტკივილებს,
ნუ დავივიწყებთ იმ ძველ ჩივილებს.
თუ გონივრულად დაიწყებ განსჯას,
როდესაც მწარე შეგრძნებებს ებრძვი,
გონების თვალი დაგიწყებს გახსნას,
აქ არის ლოცვაც და დაპირებაც,
წუხილი, რადგან ვერაფერს ვერ ცვლი,
აქ არის სევდაც და ატირებაც
და ფიქრიც, რომ ხვალ ბევრ რამეს შეცვლი,
გადის ტკივილი და ღვთის წყალობით,
კვლავ ვხარობთ, მართლაც უმტკივნეულოდ
და უნებლიედ, თითქოს თავისით,
ვივიწყებთ, ტკივილს როგორ ვღებულობთ,
თუ გვსურს გადავრჩეთ ზედმეტ ტკივილებს,
ნუ დავივიწყებთ იმ ძველ ჩივილებს.
Laravel
კომენტარი
0