ჩანაწერი
Laravel
სიყვარულზე
თუ სიყვარული შეგიძლია, შენ ყველა გიყვარს,
ამას ნუ ჩათვლით ნაბახუსევ, რაიმე ბოდვად,
მაშინ სიფრთხილით ეკიდები შენს ყოველ სიტყვას,
რომ არ დაგედოს ღვთის წინაშე პატარა ცოდვაც,
ამით ბედნიერს, გათენებაც სიცოცხლით გავსებს
და გარეთ გასულს გესალმება სამყაროც თბილად,
შენს საალერსოდ თითქოს სიოც დილის ნამს გაცხებს
და თვით გამჩენი შენ მიგიჩნევს საყვარელ შვილად,
ასეთ სიცოცხლეს ქვეყნად აბა რა უნდა სჯობდეს,
მარადიული სიყვარულით გაჟღენთილ ლოცვას,
არად დაგიდევს რა ძლიერაც არ უნდა თოვდეს,
ეს სიყვარული გადალახავს ყოველგვარ ყოფას
და თუკი გინდა, რომ გლოცავდეს მუდამ უფალი,
ამ სიყვარულში, უნდა დარჩე თავისუფალი.

კომენტარი
0