შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

თავხედი

ზოგს მოქარგული სიტყვები მოსწონს,
ოღონდ ადიდე, ოღონდ ახარე,
მათ შემხედვარეს ფიქრები მომთოვს,
ოღონდ არ უთხრა, ოღონდ აცალე,
სულს უეცარი მოწყენა იპყრობს,
რადგან მავანი განაგრძობს ქებას,
აღარ ამთავრებს, სიგიჟე იპყრობს,
როცა საკუთარ ინტერესს ხედავს,
მაშინ როდესაც ბევრს აღარაფერს,
მოელის შენგან ასეთი ხალხი,
ბედავს განკითხვას, ბედავს ყველაფერს,
რა სისულელეც მოუვა თავში,
ქებას, გინებას გულგრილად ვხვდები,
ორივეს ერთი მიზეზი ამხელს
და სულელივით გონება შეშლილს,
ვერ ვეთანხმები უსახურ თავხედს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →