შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შემთხვევითი კონფლიქტი

სული დამძიმდა უთქმელი დარდით,
ნუთუ ქრისტესთვის არ ღირდა ძმობა ?!
ჩვენ მოვდიოდით იმ დიდი მადლით,
სადაც არ ჰქონდა ადგილი მტრობას ...

სად საშურველი ოინბაზობით,
ვუმსუბუქებდით ერთმანეთს ყოფას,
ყველგან არ ხდება, რომ ათასობით,
ღიმილს ჩუქნიდნენ სხვებს გასართობად ...

ვისთვის არ უთქვამთ მწარე სიტყვები ?!
განრისხებულ კაცს ვინ მისცა ცნობა?
როს დაწყნარდები, მაშინღა ხვდები,
გულით არ თქმულა, სიბრაზემ შობა ...

თუ არა სითბომ და სიყვარულმა,
თუ არა გრძნობამ და მტკიცე გულმა,
თუ არა სულმა ქრისტიანულმა,
მიმტევებლურმა და თავმდაბლურმა,
ვინ აღადგინოს, ვინ გაამრთელოს,
ჭრილობა მწარე, რაც იგრძნო გულმა,

ამისთვის გიწვდი ხელს საიმედოს,
რომ განვაახლოთ ჩვენი ერთობა,
ჩვენმა შემყურე მტერმა იფიქროს,
უკვდავიაო ეს მეგობრობა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →