შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უცნობი ქალი

უძირო ზღვა, უღრუბლო ცა,
მხურვალე ქვიშაზე ალმური დგას,
ნიავთა ბმა, ტალღების ხმა,
ოცნებას მზემ ცეცხლი წაუკიდა,

ვუყურებ მას, იმ უცნობ ქალს,
ასე თამამად რომ მიაპობს ზღვას,
ვერ ვიჭერ თვალს, ვნება ფიქრს კლავს,
მოძრავი, ლამაზი სხეული მწვავს,

რას ეტყვი მას? ჩამესმის ხმა,
ავსა თუ კარგს? ჩურჩულებს ზღვა,
ზემოდან მარადი დამყურებს ცა,
გულში კი მუხუტებს დედამიწა,

ფიქრია მთა, აზრები ზღვა,
სულში კი ნამდვილი ქაოსი დგას,
მაგრამ შუქურად ამ ყველაფრისა,
უფალმა გვიბოძა სინდისის ხმა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →