შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჯვარცმის პარასკევს

რატომ, რისთვის დაიბნელე თვალი,
კაცთა მოდგმავ, დაემალე მზეს,
რად დაუხშე, რად დაუხშე კარი,
შენთან მოსულ საოცნებო დღეს,

დაუმწუხრე მოიმედე თვალი
და გოლგოთა გაატარე მხსნელს,
ეკლებით, რომ დაუსერე თავი,
სიხარულის და სინათლის მფენს,

ვის ანერწყვეთ და ვინ გვემეთ ასე,
სიყვარული გაახვიეთ სისხლში,
ქრისტეს ტანჯვამ ააღწია ცაზე,
დღესაც მწარედ გვაღამდება ფიქრში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →