ჩანაწერი
Laravel
ბათუმს
მთებზე როგორ მოფენილა სიცოცხლე,
დასტყობია გამრჯე ხელის მადლი,
როგორც ყველა იმ ადგილს და იმ სოფელს,
სადაც მიწის უსწავლიათ ყადრი,
მყისვე, როცა გამოსცდები მთის გვირაბს,
ჰორიზონტის გაჯადოვებს რკალი,
ცის ლაჟვარდებს, სიმაღლიდან მომზირალთ,
ზღვის სარკისთვის მიუპყრიათ თვალი,
მოჩანს ბათუმი, ზღვის სხეულში შეჭრილი მკვიდრად
და თოლიებით მოქარგული ლურჯი საფირი,
ზღვა იმზირება ისე ლაღად და ისე მშვიდად,
როგორც უქარო და უღრუბლო დილა აპრილის,
აქედან წასვლა, მოგინდება უკვე აღარსად,
ფიქრში შებინდდა, მზეს ვუმზერდი, ზღვას რომ ჩაბარდა.
დასტყობია გამრჯე ხელის მადლი,
როგორც ყველა იმ ადგილს და იმ სოფელს,
სადაც მიწის უსწავლიათ ყადრი,
მყისვე, როცა გამოსცდები მთის გვირაბს,
ჰორიზონტის გაჯადოვებს რკალი,
ცის ლაჟვარდებს, სიმაღლიდან მომზირალთ,
ზღვის სარკისთვის მიუპყრიათ თვალი,
მოჩანს ბათუმი, ზღვის სხეულში შეჭრილი მკვიდრად
და თოლიებით მოქარგული ლურჯი საფირი,
ზღვა იმზირება ისე ლაღად და ისე მშვიდად,
როგორც უქარო და უღრუბლო დილა აპრილის,
აქედან წასვლა, მოგინდება უკვე აღარსად,
ფიქრში შებინდდა, მზეს ვუმზერდი, ზღვას რომ ჩაბარდა.
Laravel
კომენტარი
0