ჩანაწერი
Laravel
დაიბრუნე სიხარული
ალბათ ყველას დასიზმრია ფრენა,
სიხარულის უჩვეულო გზნებით,
რომ შეიგრძნო ნეტარება ზენა,
ადგილს წყდები უხილავი ფრთებით,
ალბათ ყველას უცინია ძილში,
უფრო სუფთა სინდისით და აზრით,
ახლა ვხვდები, რატომ ხარობს ფიქრში,
პლანეტაზე ყველა კუთხის ბავშვი,
ახლა ვხედავ რა სიმდიდრე გვმოსავს,
ახლად შობილთ, მიწის ყოველ მკვიდრთა,
ვღარიბდებით მხოლოდ მაშინ, როცა,
ზეცის ნაცვლად ვეჯაჭვებით მიწას,
მსახვრალ სოფლის უსუფთაო ხელებს,
ჩაუქრიათ სიხარული ძველი,
შენთან მოსულთ, არ დააკლებ ფერებს,
შენ ყოველ კაცს სიყვარულით ელი.
სიხარულის უჩვეულო გზნებით,
რომ შეიგრძნო ნეტარება ზენა,
ადგილს წყდები უხილავი ფრთებით,
ალბათ ყველას უცინია ძილში,
უფრო სუფთა სინდისით და აზრით,
ახლა ვხვდები, რატომ ხარობს ფიქრში,
პლანეტაზე ყველა კუთხის ბავშვი,
ახლა ვხედავ რა სიმდიდრე გვმოსავს,
ახლად შობილთ, მიწის ყოველ მკვიდრთა,
ვღარიბდებით მხოლოდ მაშინ, როცა,
ზეცის ნაცვლად ვეჯაჭვებით მიწას,
მსახვრალ სოფლის უსუფთაო ხელებს,
ჩაუქრიათ სიხარული ძველი,
შენთან მოსულთ, არ დააკლებ ფერებს,
შენ ყოველ კაცს სიყვარულით ელი.
Laravel
კომენტარი
0