შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ცხოვრების ნიჭი

სიყმაწვილიდან უცნაურად ვეტრფოდი ამ წლებს,
იმედით სავსეს, ვერ იტევდა ოცნება აზრებს,
მეგონა მალე შევაღებდი "სამოთხის კარებს",
სინამდვილე კი მთავაზობდა შეფარულ ფანდებს,
ყოველ ახალ წელს სულ ახალი მისწრაფებებით,
მათი ახდენის მოლოდინში ფარ - ხმალს არ ვყრიდი,
ცხოვრება ისევ განაგრძობდა ხატვას ფერებით,
უსახური და თან უსულო წარმოდგენებით,
და როცა ასჯერ გამოვცადე ბედის სიმუხთლე,
როცა ათასჯერ წაიშალა ოცნების კვალი,
ჩემივე აზრებს მივაპყარი გონების თვალი,
ვნახე, სიცოცხლით მე ვიყავი უგონოდ მთვრალი,
მაშინ დავრწმუნდი, რომ ყველა დღე, ისე ვით ბოლო,
უნდა ვიგემოთ დიდის რიდით და მოკრძალებით,
რომ ნიჭი მასში ცხოვრებისა და მოღვაწების,
მისაღებია ლოცვითა და ღვთის მოწყალებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →