შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ლხინი

ვაგლახ, ამ წუთებს არც თუ ხშირად გვჩუქნის ცხოვრება,
საზრუნავისგან თავისუფალ შვება-განცხრომას,
თითქოს დიდი  ხნით მომლოდინის ხდება ოცნება,
რადგან, ასეთი სიხარული იწვევს ანცობას,

არ მივეცემით ზღვარგადასულ ჭამა-სმას, თრობას,
ზომიერება -  ჩვენთვის ესეც საკმარისია,
ოღონდაც ხშირად ვისურვებდით, ჩვენ ერთად ყოფნას,
ამის არ ნდომა, ვფიქრობ მართლაც საძრახისია,

მაშ ვადღეგრძელოთ ეს ლამაზი დღე -  სანატრელი,
ასე ანაზდად, რომ შეგვყარა ერთად განგებამ,
დე აგვაცილოს უფლის მადლმა ჩვენ განსაცდელი,
მისი იმედით განიმსჭვალოს ჩვენი არსება,

რადგან მომავლად მსგავსი დღენი კვლავ გველოდება,
ეს სასოებაც გვიხალისებს ქვეყნად ცხოვრებას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →