შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შემოქმედი

შემოსარტყლულ მთათა რკალში ჩაძირულო ვერცხლის ხედო,
მთვარევ, თითქოს ტყეთა თავზე მოსრიალე ღამის გედო,
დაგვნათი, რომ გაგვინათო შემოქმედი შემოქმედო,
ეს მდინარე, მონასტერი და წალკოტი შეგვახედო,

მერე როცა მზე ამოვა ოქროს ხედად გაგვიხდები,
დაბლობიდან გომის მთამდე, უფრო მაღლაც გადიდდები,
და იქედან დაშვებული ჩანჩქერების ტკბილი ხმები,
მთელ სიგრძეზე მოგყვებიან, ვით ღვთაების მგალობლები,

ასეთია ეს სოფელი, ასეთია მისი მხარე,
ბუნება თუ ნახე მისი, ისევ გინდა ნახო მალე,
მის ხევებში, ელენეს ტბა დაბლობში რომ მიგაქანებს,
უფრო ქვემოთ კი ჩაქუხა, თეთრი ქაფით, დღე და ღამე,

რაკი ერთხელ შემხვდა წილად აქ ცხოვრება ჩემო ბედო,
არასოდეს, არასოდეს მიგატოვებ შემოქმედო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →