ჩანაწერი
Laravel
მეუღლეს
ორგანულია ჩემთვის ის ძვალი,
რომლისგანც ღმერთმა წარმოშვა ქალი,
მოგენატრება - ბნელდება თვალი,
ისე გწყურდება ვით წყაროს წყალი,
ის კურთხეული - ზეცას გვირგვინი,
ორსავ გვადგია, ცოლსაც და ქმარსაც,
თუ სიყვარული გაქვს მისთვის ძღვნილი,
მაშინ მორჩილად გაგიხდის თავსა,
ჰარმონიაა ქალთან ერთობა,
თუ ბუნებითი სიმშვიდე მეფობს,
მისი სინაზე ისე გეთბობა,
როგორც მზის სხივი ნაზამთრალ ფერდობს,
მეუღლეც არის, თანამეცხედრეც,
შენი მომავლის მშობიც და მზრდელიც,
შენი სულისთვის ღვთისთვის შემვედრეც,
უნდა გვიყვარდეს დიდ გრძნობით, მწველით.
რომლისგანც ღმერთმა წარმოშვა ქალი,
მოგენატრება - ბნელდება თვალი,
ისე გწყურდება ვით წყაროს წყალი,
ის კურთხეული - ზეცას გვირგვინი,
ორსავ გვადგია, ცოლსაც და ქმარსაც,
თუ სიყვარული გაქვს მისთვის ძღვნილი,
მაშინ მორჩილად გაგიხდის თავსა,
ჰარმონიაა ქალთან ერთობა,
თუ ბუნებითი სიმშვიდე მეფობს,
მისი სინაზე ისე გეთბობა,
როგორც მზის სხივი ნაზამთრალ ფერდობს,
მეუღლეც არის, თანამეცხედრეც,
შენი მომავლის მშობიც და მზრდელიც,
შენი სულისთვის ღვთისთვის შემვედრეც,
უნდა გვიყვარდეს დიდ გრძნობით, მწველით.
Laravel
კომენტარი
0