შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

პირველი თოვლი

გადმოდგები აივანზე
დილით სისხამ
და თოვლისფერ თავშალს თავზე
წამოისხამ.
თოვს, თოვლია, მზის სხივები
ისევ გრთავენ,
შინ რა გინდა, გარეთ გამო,
მეგუნდავე.
შენთან მინდა გუნდაობა,
სხვასთან არა,
მოიხედე, თავშლით სახეს
ნუ იფარავ,
მოვალ ჩუმად და შენს დალალს
მოვიპარავ.
გინდ გაჯავრდი და მთუთქავდეს
შენი რისხვა,
მაინც გეტყვი: მითხრეს, თურმე
ჩემი ხნის ხარ.
რად გაწითლდი, ჩემო ხვითოვ,
განა შეგრცხვა?
რა ვქნა, გოგოვ, სულ დამთუთქა
შენმა ცეცხლმა.
თოვს, გეძახი, მემალები
და დარდით ვწევ თუთუნს,
ნუთუ აღარ გებრალები,
არ გიყვარვარ ნუთუ?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →