შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

* * *

მამაკაცი 7 თვის წინ
როს მთვართი შეიკრება კამარა,
როცა რჩები შენი ფიქრის ამარა;

როცა მხოლოდ სიმყუდროვე გწადია,
როცა ირგვლივ ზმანებები დადიან;

როდესაც ხარ მხოლოდ თავთან მდუმარი,
ვინა ხდება შენი ფიქრის სტუმარი?

თუ ვის სწვდება შენი ფიქრის ისარი,
ბედნიერი? ბედნიერი ის არის!..

თუ მაგ ფიქრში მეც მეღირსა სტუმრობა,
ეგ სტუმრობა არ გეგონოს ხუმრობა;

წუთით მაინც,მე თუკი შემიყვარებ,
წუთით მაინც,მაგ ფიქრში შემიფარებ,

თუ ვიქნები მაგ ფიქრებში ნარჩევი,
საუკუნოდ მხოლოდ შენი დავრჩები!..

როს მთვარეთი შეიკრება კამარა,
მაშინ რჩები შენი ფიქრის ამარა..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →