შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ხარების ნათელი

ხარების ნათელი სანთლებად აუვლის
ამ ვარდებს, ამ აპრილს, ამ სივრცეს, ამ სიოს,
დიდება ღვთისა და ჯვარცმული მამულის,
აქსიოს, აქსიოს, აქსიოს, აქსიოს,
რომ ცოდვის სოფელი ცას მიესაუბროს,
ცოდვილთა მაგიერ რომ სისხლი აქციოს,
სამწმინდა არსების, სამწმინდა საუფლოს
დიდება, დიდება, აქსიოს, აქსიოს,
რომ სხივად შეენთოს იბერთა საცხოვარს,
იქ ბანას, იქ ტაოს, აქ ჯვარს და აქ სიონს,
დიდება მხსნელსა და წამებულ მაცხოვარს,
აქსიოს, აქსიოს, აქსიოს, აქსიოს,
ვით ვარდის ფურცლობა, ვით ოქრო ცურვილი,
სიკვდილით სიკვდილი სიცოცხლედ აქციოს,
დიდება ღვთისა და სიმართლის წყურვილის,
აქსიოს, აქსიოს, აქსიოს, აქსიოს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →