ჩანაწერი
Laravel
ისევ მოვალ ლურჯი ციდან
ისევ მოვალ ლურჯი ციდან, თმაგაწეწილ მზეებად,
ნახე ჩვენმა ყვავილებმა, კვირტი გამოიტანეს.
გაიშლება ეს კვირტებიც, როგორც სულის მშვენება,
როცა ისევ გათენდება, როცა გამოიდარებს.
ისევ მოვალ ლურჯი ციდან, როგორც ფიქრი ღამეში
შენს მიწაზე ფეხს ვადგამ და გამშრალია ტალახი.
მზის სხივივით ვიპარები შენი სულის კარებში,
მეშინია არ გავთელო შენი ეზოს ბალახი
აილეწა ცა მზისფერად, შენი სუნთქვის სითბოთი,
ისევ ვცდილობ,არ დაგიფრთხო ღამეული სიზმრები.
შენ ხომ იცი, არასოდეს რომ არაფერს ვითხოვდი,
და როდესაც შენ იღიმი
მხოლოდ მაშინ ვიზრდები.

კომენტარი
0