შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩამოვწერე ლურჯი ციდან

ჩამოვწურე ლურჯი ციდან ყველა თეთრი ღრუბელი,
მე სიცოცხლეს ვუფერადებ
შავ ღამეებს, დარდიანს.
სიკვდილს უარს ვეუბნები,
არ გავყევი წუხელი,
სიზმრებს ვატან ყველა ტკივილს
და ამინდებს ავდრიანს.

თვალს ვუსწორებ ცის კაბადონს,
მე სიკვდილის არ მჯერა,
მაპატიე, თუ ოდესმე
დარდი ვერ შეგამჩნიე.
ახლა ვიცი ღალატია
შენს გარეშე დარჩენა,
ამიტომაც მთელი გულით
შენთან ყოფნა ვარჩიე.

ყველა სიტყვას ვწონიდი და
ვწერდი მრავალწერტილებს,
ხომ ინება ამ მიწაზე ღმერთმა, ჩემი გაჩენა
მჯერა მისი, რომ სიცოცხლის ძაფს არ გამაწყვეტინებს,
მჯერა ყველა სასწაულის და სიკვდილის არ მჯერა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →