ჩანაწერი
Laravel
უნდა ამომეცანი
უნდა ამომეცანი
ათას ფარისეველში,
ყელში უნდა მწვდომოდა
შენი მძაფრი სურნელი
ვეთრეოდი ათასგვარ
ჭალებში და ხევებში,
დავრჩი ისევ ბრიყვი და
ძველებურად სულელი.
ცად აფრენის სურვილი,
ქარაფებზე ვათრიე,
ციდან ვერ ჩამოვფხრიწე
ავდრიანი ღრუბლები
ღამეები უღმერთოდ
ჭიუხებში ვათიე,
დღემდე - უკან წასასვლელ
გზის ძიებას ვუნდები.
ახლა უკვე ოცნების
ციდან კრეფას შევეშვი,
რადგან ჩემი სიგიჟის
არ აღმოჩნდა მკურნალი.
უნდა ამომეცანი,
ათას ფარისეველში,
თუმცა ნათელმხილველის
არ შემწევდა უნარი.
ათას ფარისეველში,
ყელში უნდა მწვდომოდა
შენი მძაფრი სურნელი
ვეთრეოდი ათასგვარ
ჭალებში და ხევებში,
დავრჩი ისევ ბრიყვი და
ძველებურად სულელი.
ცად აფრენის სურვილი,
ქარაფებზე ვათრიე,
ციდან ვერ ჩამოვფხრიწე
ავდრიანი ღრუბლები
ღამეები უღმერთოდ
ჭიუხებში ვათიე,
დღემდე - უკან წასასვლელ
გზის ძიებას ვუნდები.
ახლა უკვე ოცნების
ციდან კრეფას შევეშვი,
რადგან ჩემი სიგიჟის
არ აღმოჩნდა მკურნალი.
უნდა ამომეცანი,
ათას ფარისეველში,
თუმცა ნათელმხილველის
არ შემწევდა უნარი.
Laravel
კომენტარი
0