ჩანაწერი
Laravel
შენ რომ ტკივილები დამიამე
შენ რომ ტკივილები დამიამე,
მე რომ სიხარული გამიყავი,
იმის შემდეგ სადღა არ ვიარე,
შენ კი სიზმრებშიაც არ იყავი.
ღამე იცრემლება, კუნაპეტი,
ბალახები ცრემლით იზრდებიან,
მალე გაზაფხული მოფრინდება,
ყვავილები აგიზგიზდებიან.
შენ კი სად გაყევი შემოდგომას,
სად წაიღე, ჩემი იარები?
ცეცხლის ენა მიწვავს ყელს და სტომაქს,
დაუმსახურებელ ზიარებით.
მაღლა ფრენას ვინღა დაიჩივლებს,
დაბლა სიარულიც მეძნელება,
დარდი ვერ მომიხსნა, ვეღარც დაბლა
თეთრად მოთოვილმა ენძელებმა.
მალე გაზაფხული მოფრინდება,
ყვავილებით მორთავს მინდვრის ფარდაგს.
ნუთუ არასოდეს მოგწყინდება,
ჩემი დარდები რომ ზურგით დაგაქვს.
მე რომ სიხარული გამიყავი,
იმის შემდეგ სადღა არ ვიარე,
შენ კი სიზმრებშიაც არ იყავი.
ღამე იცრემლება, კუნაპეტი,
ბალახები ცრემლით იზრდებიან,
მალე გაზაფხული მოფრინდება,
ყვავილები აგიზგიზდებიან.
შენ კი სად გაყევი შემოდგომას,
სად წაიღე, ჩემი იარები?
ცეცხლის ენა მიწვავს ყელს და სტომაქს,
დაუმსახურებელ ზიარებით.
მაღლა ფრენას ვინღა დაიჩივლებს,
დაბლა სიარულიც მეძნელება,
დარდი ვერ მომიხსნა, ვეღარც დაბლა
თეთრად მოთოვილმა ენძელებმა.
მალე გაზაფხული მოფრინდება,
ყვავილებით მორთავს მინდვრის ფარდაგს.
ნუთუ არასოდეს მოგწყინდება,
ჩემი დარდები რომ ზურგით დაგაქვს.
Laravel
კომენტარი
0