ჩანაწერი
Laravel
იყო დრო
იყო დრო, როდესაც ტყის ბილიკზე,
ჩიტებს ვასწავლიდი ნოტებს,
ბაფთებზე ვგლეჯდი ნაწიბურებს,
ნატვრის ხეს ვუხვევდი ტოტებს.
მერე წყვდიადმა და გულცივობამ,
სივრცე და ჰაერი დატბორეს,
ის ჩემი ნაფერები ხეივანი,
ბაფთების გარეშე დატოვეს.
ხეები მოძირკვეს და ჯვრები თალეს,
ჩემი იმედები დაღვარეს.
მე კი ცრემლის წყარო ამომიშრა,
ასე დავემსგავსე ნაღვარევს.
ჩიტებს ვასწავლიდი ნოტებს,
ბაფთებზე ვგლეჯდი ნაწიბურებს,
ნატვრის ხეს ვუხვევდი ტოტებს.
მერე წყვდიადმა და გულცივობამ,
სივრცე და ჰაერი დატბორეს,
ის ჩემი ნაფერები ხეივანი,
ბაფთების გარეშე დატოვეს.
ხეები მოძირკვეს და ჯვრები თალეს,
ჩემი იმედები დაღვარეს.
მე კი ცრემლის წყარო ამომიშრა,
ასე დავემსგავსე ნაღვარევს.
Laravel
კომენტარი
0